среда, 13 ноября 2013 г.


. I.  პროექტის მთავარი თემა: დავიცვათ და ვიზრუნოთ გარემოზე.
II. . პროექტის მთავარი იდეა: გარემოს როლი ადამიანის ცხოვრებაში, მისი გაფრთხილება და მასზე ზრუნვა.
III.  პროექტის აქტუალობა: პროექტი ითვალისწინებს ბავშვებში ნატურალისტური ინტელექტის განვითარებას.
IV. .პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია ადამიანისა და გარემოს ურთიერთობაზე, ადამიანის როლზე გარემოს შეცვლაში,განუვითარდეთ ჯგუფური მუშაობის კვლევა-ძიების, სილამაზის აღქმის და გარემოზე ზრუნვის უნარები, განუვითარდეს კომუნიკაციის უნარი,ისწავლონ შრომის გადანაწილება.
V.  მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.
VI.  ვადები, ხანგრძლივობა: 10-12 დღე.
VII.  მოსალოდნელი შედეგი, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, როგორ მოიპოვონ მასალები, სურათები გაჩეხილ და ლამაზ გარემოზე, მოახდინონ მათი შედარება გააკეთონ ანალიზი.ბავშვები ისწავლიან, როგორ შეძლონ კომუნიკაციის დამყარება სკოლის გარეთ- სოფლის რწმუნებელთან,სოფლის ექიმთან, რომელთაგანაც გაიგებენ ან ჩაიწერენ დაბინძურებული გარემოს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.გაასუფთავებენ სოფლის '' უცნობი ჯარისკაცის ბაღს''.
VIII. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი,ფოტოაპარატი,ტომრები,რეზინის ხელთათმანები,ცოცხი, ნიჩაბი,ასანთი.
IX. .პროექტის მსვლელობა: კლასი იყოფა 4 ჯგუფად,თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას: I. ჯგუფი:სოფლის რწმუნებულს გაუზიარებენ თავიანთ იდეას ბაღის დასუფთავების შესახებ.
II. ჯგუფი: სოფლის ექიმს გაესაუბრებიან იმ მავნე ზეგავლენაზე, რომელსაც დაბინძურებული გარემო ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
III. ჯგუფი: ამ ჯგუფის ბავშვები მოიძიებენ ინტერნეტიდან შესაბამის მასალებს.
IV. ჯგუფი: კლასს უზრუნველყოფს ძირითადი რესურსებით.-ტომარა,ცოცხი,ასანთი,ფოტოაპარატი.
სამუშაოს დაწყებამდე და შესრულების შემდეგ მოსწავლეები გადაიღებენ სურათებს,აგრეთე აღბეჭდავენ რწმუნებულთან და ექიმთან ვაზიტს,თითოეული მოსწავლის მუშაობის ეპიზოდებს. ბოლოს გააკეთებენ სტენდს სათაურით ''ჩვენ გვიყვარს ჩვენი სოფელი'', რომელზეც გამოფენენ გადაღებულ სურათებს.
X. პროექტის ხელმძღვანელი-მასწავლებელი: ლალი ბექაური.
XI. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lalibeqauri6@gmail.com.
XII. პროექტის ვებ-გვერდი,ბლოგი: lalibeqauri.blogspot.com
'
'



Комментариев нет:

Отправить комментарий